ჩემპიონი უძლეველი "განთიადია"! (2003-2004 წლებში დაბადებულთა ლიგა)
29.06.2015
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, 2014-2015 წლების სეზონი უმცროს ასაკში, 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორისაც დასრულდა. ამ გათამაშების გამარჯვებული კასპის "განთიადი" გახდა, რომელმაც პირველობა არავის დაუთმო და უახლოესი მდევარი ერთბაშად 15 ქულით ჩამოიტოვა. აღსანიშნავია ის, რომ ჩემპიონმა "განთიადმა" ამ სეზონში დაუმარცხებლად იასპარეზა.
ჩემპიონი იბერიაა! (1999-2000 წლებში დაბადებულთა ლიგა)
28.06.2015
1999-2000 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთისფედერაციის ეგიდით მიმდინარეობდა, 2014-2015 წლების სეზონი დასრულდა. ამ გათამაშების გამარჯვებული დიდი ლილოს "იბერია" გახდა. გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი ზურაბ პეტრიაშვილი გახლავთ...
განთიადი ისევ პირველია! (2001–02 წლებში დაბადებულთა ლიგა)
29.04.2015
მორიგი მატჩები გაიმართა 2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც ასევე სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. ამ გათამაშებაში ბოლოს ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე დიდ ყურადღებას ლიდერების დერბი იქცევდა, რომელშიც დიდი ლილოს "იბერიამ" კასპის "განთიადს" სძლია... მაგრამ, კასპელებს 6–ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდათ და მარცხის მიუხედავად ცხრილში პირველობა შეინარჩუნეს.
იბერია დამარცხდა, მაგრამ პირველია... (1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა)
29.04.2015
უმცროსისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, უფროსი ასაკის ლიგაში ცხრილის ლიდერი შეიცვალა. 1999–2000 წლებში დაბადებულთა გათამშებაში დიდი ლილოს "იბერიამ" პირველობა დაიბრუნა. ზურაბ პეტრიაშვილისგუნდმა კარგად ისარგებლა "ქარელის" მიერ ნათამაშები ფრით, "გრანდს" სძლია და "ოლიმპიკთან" მარცხის მიუხედავად, პირველი ადგილი დაიბრუნა...
განთიადი, რუსთავი, ცხინვალი... (2003–04 წლებში დაბადებულთა ლიგა))
28.04.2015.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, უმცროს ასაკში მორიგი მატჩები ჩატარდა. თუმცა სატურნირო ცხრილში ლიდერთა სამეულში ცვლილება არ მომხდარა...
კასპის განთიადი უმცროსებშიც ლიდერია! (2003–2004 წლებშიდაბადებულთა ლიგა)
26.04.2015.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროს ააკში, 2003–2004 წლებში დაბადებულთა ლიგაში რამდენიმე მატჩი გაიმართა, რომელშიც კასპის "განთიადმა" იძალა და ცხრილს საკმაო ფორით, 8 ქულით ლიდერობს...
ქარელი კვლავ პირველია! (1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა)
25.04.2015
მორიგი მატჩები გაიმართა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უფროსთა გათამაშებაში. ამ ლიგაში ბოლოს ჩატარებული თამაშები ჩინებულად გამოიყენა "ქარელმა" და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. ლიდერი ქარელელები უახლოეს მდევარს, აქამდე დაუმარცხებელ, დიდი ლილოს "იბერიას" 2 ქულით უსწრებენ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ იბერიელებს "ქარელზე" 3 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ვნახოთ, თუ როგორ გამოიყენებენ ამ შანსს...
განთიადმა იბერიას გაუსწრო (2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგა)
24.04.2015
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებიდან, საშუალო ასაკში, 2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგაში, ბოლოს ჩატარებული მატჩები ჩინებულად გამოიყენა კასპის "განთიადმა", რომელმაც ქულების მაქსიმუმი აიღო და ცხრილს სათავეში მოექცა "განთიადმა" დიდი ლილოს "იბერიას" წაართვა პირველობა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ "იბერიელები" ლიდერს 6 ქულით ჩამორჩებიან და თუ მარაგში დარჩენილი ორივე მატჩი მოიგეს, მაშინ კასპელებს ქულებით გაუთანაბრდებიან კიდეც...
იბერიამ ფორა გაიორმაგა (1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა))
24.03.2015
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე, 1999–2000 წელში დაბადებულ ჭაბუკთა გათამაშებაში, ერთპიროვნული ლიდერი კვლავაც დიდი ლილოს "იბერიაა". ცნობისათვის, ეს გუნდი გასული წელიწადში, ამ სეზონის "შემოდგომის ჩემპიონი" გახდა. 2014 წლის ბოლო ცხრილში, იბერიელები უახლოეს მდევარ მუხრანის "ბურს" 2 ქულით უსწრებდნენ, ზურაბ პეტრიაშვილის ბიჭებმა სეზონი გამოტოვებული მატჩებში მოგებებით განაახლეს და ფორა გააორმაგეს. იბერიოელები ამჯერად უკვე 4–ქულინი ფორით ლიდერობენ გათამაშებას...
თბილისის ალგეთი XXI მესამეზე აღზევდა (2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგა)
23.03.2015.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებიდან, ორ უფროს და საშუალო ასაკობრივ კატეგორიაში, სეზონი გადადებული მატჩებით განახლდა. ამჯერად საშუალო ასაკს, 2001–2002 წლებში დაბადებულთა ლიგას მიმოვიხილავთ.