მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ჩემპიონობა და იუბილე ოქროთი დაფასდა 04.07.2014.

 

 

დღევანდელი დღე, 4 ივლისი, საფეხბურთო კლუბ თბილისის "ალგეთი XXI"–სთვის განსაკუთრებული გახლდათ და დიდი ზარ–ზეიმითაც აღინიშნა. საქმე ის გახლავთ, რომ ეს გუნდი, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან. საშუალო ასაკის გათამაშებაში, 1998–1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაში, ჩემპიონი გახდა.

სრულად ნახვა
ჩემპიონმა სპარტაკმა ოქრო ჩაიბარა... 02.07.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელს დაბადებულთა შორის გათამაშებაში, კოდაში მცხოვრები დევნილებით დაკომპლექტებულმა ცხინვალის "სპარტაკის" მოზარდთა გუნდმა პირველობა არავის დაუთმო...

სრულად ნახვა
კასპის ვერცხლისფერი განთიადი 01.07.2014.

დიახ, კასპში "ვერცხლისფერი განთიადი" დადგა, კასპელთა გუნდმა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 1998–1999 წლებში დაბადებულთა პირველობაზე, კასპის "განთიადმა" რომელსაც ავთო ჯალალი და ზაზა ჯალალი ხელმძღვანელობს, მე–2 ადგილი დაიკავა. ამ გუნდის ვიცე–ჩემპიონობა დღეს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა...

სრულად ნახვა
ლომებსა და რუსთავი–2–ს ბრინჯაო ჩამოურიგეს 30.06.2014

დღეს, 30 ივნისს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ბრინჯაოს ორი პრიზიორი დააჯილდოვა. სოფფ–ს (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია) პრეზიდენტი სერგო გაბელაია და გენერალური მდივანი გიორგი აღდგომელაძე დილით, ვარკეთილში მდებარე სტადიონს ეწვივნენ, რომელზეც თბილისის „ლომები“ ასპარეზობს...

სრულად ნახვა
ჩემპიონი იბერია ზარ–ზეიმით დააჯილდოვეს 29.06.2014

დღესვე, დღის ბოლოს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დიდ ლილოს ეწვია, სადაც მორიგი დაჯილდოების ცერემონიალი ელოდა. სწორედ ეს გახლდათ დღევანდელი დღის დაჯილდოება...

სრულად ნახვა
საქართველოს უნივერსიტეტმა ბრინჯაო ჩაიბარა 29.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონის ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის, 1996–1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გათამაშებაში, მე–3 საპრიზო ადგილი „საქართველოს უნივერსიტეტის“ გუნდმა დაიკავა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზაზა დიდებაშვილი გახლავთ.

სრულად ნახვა
უფროსებში ვიცე–ჩემპიონი „ნორჩი დინამოა“ 29.06.2014

2013–2014 წლების სეზონში, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გათამაშებაში თბილისის „ნორჩმა დინამოელმა“ მეორე ადგილი დაიკავა.

სრულად ნახვა
ვიცე–ჩემპიონი ავაზა დააჯილდოვეს 29.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში, 2000–2001 წელს დაბადებულთა შორის გათამაშებაში, თბილიის „ავაზამ“ მე–2 ადგილი დაიკავა.

სრულად ნახვა
ალგეთი XXI-მა ჩემპიონატი 2 ქულით მოუგო (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა) 17.06.2014.

როგორც უკვე გაცნობეთ, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფგედერაციის ტურნირებიდან საშუალო ასაკში, 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგის გათამაშებაში, თბილისის "ალგეთი XXI"-–მა ბოლოსწინა ტურში გაინაღდა ჩემპიონობა. დასკვნით შეხვედრაში, უშუალო კონკურენთან კასპის "განთიადთან" შინ დამარცხდა, მაგრამ ჩემპიონატი 2 ქულით მოიგო...

სრულად ნახვა
ცხინვალის სპარტაკი ჩემპიონია (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა) 16.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა გათამაშებაში 2013–2014 წლის სეზონი დასრულდა. ჩემპიონი კი ცხინვალის "სპარტაკი" გახდა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზურაბ ქრისტესიაშვილია. ნორჩ სპარტაკელებს დარჩენილ ორ მატჩში, ჩემპიონობისათვის ერთი ქულაც ჰყოფნიდან, მაგრამ 4 ქულა მოიპოვეს და ერთბაშდ 5–ქულიანი ფორით ჩემპიონები გახდნენ.

სრულად ნახვა
 
web-style.ge