დიდი ლილოს იბერია ჩემპიონია! (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა)
12.06.2014
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგის გათამაშება დასრულდა. ამ ტურნირის ჩემპიონი დიდი ლილოს "იბერია"გახდა, რომლის მთავარი მწვრთნელი და კლუბის პრეზიდენტი ზურაბ პეტრიაშვილი გახლავთ.
სპარტაკს ჩემპიონობამდე ქულა აკლია (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა)
11.06.2014
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაში, მორიგი მატჩები გაიმართა, რომელიც ცხრილის ლიდერმა ცხინვალის "სპარტაკმა" ჩინებულად გამოიყენა და პოზიციები გაიმყარა. ნორჩმა სპარტაკელებმა ორივე მატჩი მოიგეს, მდევარს ერთბაშად 5 ქულით გაუსწრო და სეზონის დასრულებამდე 2 მატჩით ადრე, ჩემპიონობას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.
თბილისის ალგეთი XXI ჩემპიონია! (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა)
10.06.2014
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, საშუალო ასაკის გათამაშებას, 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს, – ეს გუნდი თბილისის "ალგეთი XXI"-ეა, რომლის მთავარი მწვრთნელი გივი წილოსანია, პრეზიდენტი კი ალექსანდრე გულიაშვილი...
განთიადმა ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა)
05.06.2014
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, საშუალო ასაკში, 1998–99 წლებში დაბადებულთა გათამაშებაში, ბოლოს ჩატარებული მატჩებმა სატურნირო ცხრილში გარკვეული კორექტივები შიტანა. ცხრილის ლიდერი ისევ თბილისის "ალგეთი XXI"–ია, რომელსაც კასპის "განთიადი" ერთბაშად 5 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ კასპელებმა "შემოდგომის ჩემპიონთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. თუმცა, "ალგეთელებს" მათზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და როგორც იტყვიან ერთი მატჩი მარაგში აქვთ.
იბერიამ უნივერსიტეტს გაუსწრო (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა)
05.06.2014.
დიდი ლილოს "იბერიამ" "საქართველოს უნივესიტეტს" 3 ქულით გაუსწრო და ლიდერ "ნორჩ დინამოს" 2 ქულით ჩამორჩება, ბოლო მატჩებამდე კი ამ გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდათ. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ამ "იბერიას" ლიდრ "ნორჩ დინამოზე" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და როგორც იტყვიან, ეს ერთი თამაში მარაგში აქვს.
ავაზა სპარტაკს მიუახლოვდა (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა)
04.06.2014.
თბილისის "ავაზა" ცხინვალის "სპარტაკს" აქამდე 5 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ მიუახლოვდა და ახლა ამ გუნდებს შორის, მხოლოდ 2–ქულიანი სხვაობაა. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდოთ მიმდინარე ყველაზე უმცროსი ასაკლის, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგის გათამაშების მე–18 და მე–19 ტურის ჩატარებულმა მატჩებმა ეს ვითარება განაპირობა...
პირველზე ნორჩი დინამო გადავიდა... (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა)
26.05.2014.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთალიგაში 2 მატჩი ჩატარდა, რომელმაც სატურნირო ცხრილში კორექტივები შეიტანა და სწორედ ეს უნდა გაგაცნოთ...
ლომები ბერმუხას გაუთანაბრდნენ (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა)
25.05.2014.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა გათამაშებაში მორიგი ტურის მატჩები და გადადებული თამაშები შედგა, რომელმაც ცხრილში გარკვეული გადაადგილებები განაპირობა...