წეროვანმა და ლიახვმა იმარჯვეს... (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა)
24.05.2014.
1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგაშ, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, მორიგი მატჩები შედგა. დღეს და გუშინწინ ჩატარებულ შეხვედრებში ფავორიტებმა იმარჯვეს და სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარეს.
ალგეთი XXI–მა ლიდერობა დაიბრუნა (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა)
19.05.2014.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, საშუალო ასაკში, 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგაში მორიგი, მე–15 ტურის მატჩები და ერთი გადადებული თამაში შედგა, რომელმაც ცხრილის ლიდერი შეცვალა. "სემოდგომის ჩემპიონმა თბილისის "ალგეთი XXI"–მა ლიდერობა დაიბრუნა. უფრო მეტიც, ეს გუნდი 5–ქულიანი ფორით ლიდერობა და თუ მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტ კასპის "განთიადთან" შინ მოგებას შეძლებს, მაშინ თითქმის გაიფორმებს ჩემპიონობას...
შევარდენი 2012–ის სარეკორდო 12... (2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა)
18.05.2014
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგაში მორიგი, მე–16 ტურის მატჩები ჩატარდა. ამ ტურმა ლიდერთა სამეულში ბალანსი ერ შეცვალა, 5–ქულიანი ფორით პირველზე კვლავ ცხინვალის "სპარტაკია", მეორეზე უფრო დიდი ფორით "ავაზაა", მესამე კი "ბერმუხა"... თუმცა, ის კი აღსანიშნავია, რომ ამ ტურში სარეკორდო ანგარიში დაფიქსირდა...
პირველი იბერიაა, მეორე – ნორჩი დინამო (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა)
18.05.2014.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში მორიგი ტურის მატჩები და გადადებული თამაშები შედგა. წინა ტურში პირველ ადგილზე დაბრუნებულმა დიდი ლილოს "იბერიამ" პოზიცია შეინარჩუნა.
პირველზე უკვე იბერიაა (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა)
12.05.2014.
1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, ლიდერი შეიცვალა. "ნორჩი დინამო", რომელიც ცხრილს ლიდერობდა, ახლა მე–3 ადგილზეა, პირველზე კი დიდი ლილოს "იბერიაა", მეორე საფეხურზე კი "საქართველოს უნივერსიტეტმა" აინაცვლა. ეს კი, ყველაზე უფროსთა ლიგაში ჩატარებულმა მეოცე ტურის მატჩებმა განაპირობეს.
ავაზამ წააგო, სპარტაკი პირველია (2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა)
12.05.2014.
ჩვენი, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის, ტურნირებიდან ყველაზე მუცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაში მორიგი, მე–15 ტურის მატჩები და გადადებული თამაშები გაიმართა, რომელმაც ცხრილში კორექტივები შეიტანა. "ავაზა", რომელიც აქამდე ლიდერი იყო და წინა ტურში სარეკორდო მოგებაც (11:0) მიითვალა, ამჯერად დამარცხდა, თანაც დიდი ანგარიშით, მშრალად და პირველობა დათმო. "ვაზას" მდევარმა ცხინვალის "სპარტაკმა" ტურის მატჩის გარდა, გადადებული თამაშიც მოიგო და პირველ ადგილზე აღზევდა.
ლიახვი ისევ უძლეველია (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა)
10.05.2014.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, საშუალო ასაკში, 1998–99 წლებში დაბადებულთა პირველობაზე მორიგი, მე–14 ტურის მატჩები შედგა. თუმცა ამ მატჩებმა ცხრილში ლიდერთა პოზიციები ვერ შეარყია. ცხრილი ლიდერი არ შეცვლილა...
ავაზას რეკორდი – 11 უპასუხო გოლი (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა
04.05.2014.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან ყველზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგის გათამაშებაში, მიმდინარე სეზონის რეკორდი დაფიქსირდა, რომლის ავტორიც ცხრილის ლიდერი "ავაზაა". ამ გუნდმა მეტოქეს 11 უპასუხო გოლი გაუტანა, თანაც სტუმრად, რაც ამ ლიგის მიმდინარე სეზონში სარეკორდო მაჩვენებელია...
ლიდერმა წაიფორხილა (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა)
04.05.2014.
ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ამ ლიგის მე–15 ტურმა ცხრილში ლიდერი ვერ შეცვალა, მაგრამ ის კი აშკარად თვალშისაცემია, რომ ამ ტურში ლიდერმა თბილიის "ნორჩმა დინამომ" წაიფორხილა და "საქართველოს უნივერსიტეტთან" ნათამაშებ უგოლო მატჩში ქულები დაკარგა. ამით კარგად ისარგებლა დიდი ლილოს "იბერიამ" და უშუალო კონკურენტთან სხვაობა 2 ქულამე შეამცირა...
"განთიადი" კვლავ პირველია (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა)
03.05.2014
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთი ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, საშუალო ასაკში, მორიგი ტურის მატჩები გაიმართარომელშიც არაერთი საინტერესო თამაში შედგა. უპირველესი ალბათ ფავორიტების დაპირისპირებაა რომელშიც მეორე და მესამემე ადგილზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს."შემოდგომის ჩემპიონმა" თბილისის "ალგეთი XXI"–მა მდევარი "წეროვანი" მიიღო და დიდი ანგარიშით 5:0 მოიგო. ამ მოგებით ალგეთელებმა მდევართან ფორა 4 ქულამდე გაზარდეს.