იბერია ისევ პირველია! (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა, VI ტურის მატჩები და ცხრილი)
25.11.2013
მორიგი, მე–5 ტურის მატჩები დასრულდა სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის გათამაშებებიდან ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში. "იბერიამ" (დიდი ლილო) კვლავ წარმატებით იასპარეზა და ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობაც შეინარჩუნა...
1998-99 წლებში დაბადებულთა ლიგა (VI ტურის მატჩები და ცხრილი)
24.11.2013.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის გათამაშებებიდან, საშუალო ასაკში, 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგაში მორიგი, მე–6 ტურის მატჩები შედგა. თუმცა, ეს ტური არასრულად ჩატარდა, რადგან 4 თამაშიდან ერთი შეხვედრა გადაიდო. ჩატარებული 3 მატჩში 17 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3 გატანილ ბურთზე მეტის ტოლფასია. სამიდან ორი თამაში სტუმრებმა მოიგეს, ერთი კი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. გოლებშიც უპირატესობა სტუმართა მხარესაა – 10/7–ზე.
1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა (V ტურის მატჩები და ცხრილი)
21.11.2013.
მე–5 ტურის მატჩები დასრულდა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის გათამაშებებიდან ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში. სულ ჩატარებული 5 თამაშიდან, ორი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, უგოლოდ კი არცერთი არ დასრულებულა. 2 ფრის გარდა, დარჩენილი 3 მატჩიდან ორი მასპინძლებმა მოიგეს, ერთში კი სტუმარმა გუნდმა იმარჯვა. 5 თამაშში 18 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 3 გოლზე მეტის ტოლფასია, მაგრამ, შედეგიანობის მხრივ, მაღალი მაჩვენებელი ნამდვილად არაა.
2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა (V ტურის მატჩები და ცხრილი)
17.11.2013.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაში, მორიგი, მე–5 ტურის მატჩები შედგა. სულ ჩატარებული 6 მატჩიდან, არც ფრედ და არც მშრალად, არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა...
1998-99 წლებში დაბადებულთა ლიგა (V ტურის მატჩები და ცხრილი)
16.11.2013.
2013–14 წლების სეზონში, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, საშუალო ასაკში, 1998–1999 წლებში დაბადებულთა ლიგაში მორიგი, მე–5 ტურის მატჩები გაიმართა. ამ ტურის 4 მატჩიდან 3 შეხვედრა გაიმართა, ერთი კი გადაიდო...
უმცროსებში "სპარტაკი" და "ავაზა" ლიდერობს! (2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა. IV ტურის მატჩები და ცხრილი)
12.11.2013.
მე–4 ტურის მატჩები დასრულდა სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაში. ამ გათამაშებაში 4 ტურის შემდეგ ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს – ცხინვალის "სპარტაკი" და "ავაზა" ...
უფროსებში უკვე ორი ლიდერია... (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა. IV ტურის მატჩები და ცხრილი)
10.11.2013.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში, მე–4 ტურის მატჩები დასრულდა. უფროს ასაკში ჩატარებული მე–4 ტური საკმაოდ შედეგიანი გამოდგა. სულ ჩატარებულ 4 შეხვედრაში 23 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში თითქმის 6 გატანილი ბურთის ტოლფასია. ამასთან, არც უგოლოდ და არც ფრედ, არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა.
ლიდერი ისევ წეროვანია! (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. IV ტურის მატჩები და ცხრილი)
08.11.2013.
მორიგი, მე–4 ტურის მატჩები შედგა 1998–99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. ამ გათამაშების მეოთხე ტურის ჩატარებულ 4 თამაშიდან არც უგოლოდ და არც ფრედ, არცერთი მატჩი არ დასრულებულა. 4 შეხვედრაში სულ 21 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში, 5 გატანილ გოლზე მეტის ტოლფასია. 4 შეხვედრიდან, სტუმარ–მასპინძელმა 2–2 მოგება–წაგება გაინაწილა.
2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა (III ტურის მატჩები და ცხრილი)
06.11.2013.
მე–3 ტურის მატჩები დასრულდა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაშიც. ამ ასაკის ტურნირში მე–3 ტური 2 ნოემბერს დაიწყო და დღს, 6 ნოემბერს დამთავრდა...