მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ახალი, 2013–2014 წლების სეზონი, სამი გათამაშებითა და 31 გუნდით, ზეგ დაიწყება 18.10.2013

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია, ბავშვთა, მოზარდთა და ჭაბუკთა შორის, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ახალ სეზონს ზეგ, 20 ოქტომბერს დაიწყებს. 2013–2014 წლების სეზონს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩაატარებს. ამ გათამაშებებისა და მასში მონაწილე გუნდების ჩამონათვალი ასეთია:

სრულად ნახვა
ახალი, 2013–2014 წლების სეზონი, სამი გათამაშებით, ზეგ დაიწყება 18.10.2013

 

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია, ბავშვთა, მოზარდთა და ჭაბუკთა შორის, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ახალ სეზონს ზეგ, 20 ოქტომბერს დაიწყებს. 2013–2014 წლების სეზონს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩაატარებს. ამ გათამაშებებისა და მასში მონაწილე გუნდების ჩამონათვალი ასეთია:

 

სრულად ნახვა
სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების (OFFS–მა) დღეებმა დევნილი ბავშვებიც გაახარა... 09.09.2013

უეფას პროგრამა  „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების (OFFS–ი) გორში, 5 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 9 სექტემბერს დასრულდა. 6, 7 და 8 სექტემბრის მსგავსად, გორში, „ქართლის“ სტადიონზე დილის 11 საათიდან შეიკრიბნენ დევნილი ბავშვები და მათი მწვრთნელები, რომლებიც ქალაქ გორში, მიმდებარე სოფლებში, კოდაში, წეროვანსა და სხვა კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობენ.

 

სრულად ნახვა
სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების (OFFS) დღეები გორში გაიხსნა 05.09.2013.

„სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“ საერთაშორისო ენაზე, ინგლისურად, შემოკლებით OFFS–ია. ეს უეფას ერთ–ერთი პოპულარული პროგრამაა და უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოშიც წარმატებით მიმდინარეობს. უფრო მეტიც, „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ თბილისის ოფისიდან (რომლის ხელმძღვანელიც ვალერი ჩოლარია გახლავთ) მიმდინარეობს, ამ პროექტის განხორციელება, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში.

 

სრულად ნახვა
5 - 9 სექტემბერს გორი სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების დღეებს უმასპინძლებს 01.09.2013.

 

ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და ამ რამდენიმე კვირის წინ გაცხადდა, 5, 6,7,8 და 9 სექტემბერს, უეფას პროგრამა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ დღეები (OFFS) ქალაქ გორში გაიმართება. ამ ღონისძიების ორგანიზატორი საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „სპარტაკი“ და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია გახლავთ.

სრულად ნახვა
ოქროს კვირა დღე რუსთავში... 30.06.2013.

სამხრეთ ოსეთის ეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2012–2013 წლების სეზონში გამართულ ტურნირებიდან, 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშების ჩემპიონი რუსთავის "რუსთავი" გახდა. გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი მამუკა ყაულაშვილია 22 მატჩი მოიგო, 3 შეხვედრაში დამარცხდა და ერთი თამაში ფრედ ითამაშა. რუსთაველმა ჭაბუკებმა 100 გოლი გაიტანეს და ამ ტურნირში ყველაზე ცოტა, 20 ბურთი გაუშვეს...

სრულად ნახვა
ყველაზე უფროსებში ვიცე–ჩემპიონი "იბერიაა"... 30.06.2013.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია, თემქაზე მდებარე "შატილის" სტადიონზე გამართული დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, დიდ ლილოს ეწვია. სერგო გაბელაიასა და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის, უშანგი ფურცელაძის დიდ ლილოში სტუმრობის მიზანიც დაჯილდოება გახლდათ. მათ დიდ ლილოში "იბერიელები" ელოდნენ...

 

სრულად ნახვა
ვერცხლის მედლები, თასი და დიპლომი ნორჩ დინამოს... 30.06.2013

 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშებაში, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, თბილისის "ნორჩმა დინამომ" მე–2 საპრიზო ადგილი დაიკავა. გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ვასაძეა, მწვრთნელი კივასილ გეგუჩაძე, ვიცე–ჩემპიონის ჯილდო დაიმსახურა და მიიღო კიდეც...

სრულად ნახვა
ყველაზე უფროსებში "მუხრანი" ჩემპიონია 29.06.2013.

 

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2012–2013 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება საინტერესოდ წარიმართა. ყველაზე ძლიერი კი მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის გუნდი, "მუხრანი" აღმოჩნდა, რომელმაც პირველობა არავის დაუთმო. აღსანიშნავია ის, რომ ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშების ჩემპიონმა "მუხრანმა" გათამაშება სოლიდური ფორით მოიგო. გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი კობა იორამაშვილია, მწვრთნელი კი გოგი მიქელაძე, მე–2 ადგილოსანი 11 ქულით ჩამოიტოვა, მე–3 ადგილოსანი კი, ერთბაშად 15 ქულით გაუსწრო.

 

 

სრულად ნახვა
საქართველოს უნივერსიტეტმა მესამე ადგილის თასი, მედლები და დიპლომი ჩაიბარა 27.06.2013

 

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ეგიდით, 2012–2013 წლის სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშება, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, ერთ–ერთი პრესტიჟულია. ამ ტურნირის გათამაშება უკვე დასრულდა და შესაბამისად, საპრიზო სამეულში მყოფი გუნდების დაჯილდოების დროც დადგა...

სრულად ნახვა
 
web-style.ge